

ოქროს მედლები, ათეულობით გრან-პრი, ლაურეატის წოდება, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ჯილდოებისა, რომელთაც წლების მანძილზე ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „საუნჯე“ და „კახორი“ საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებზე იმსახურებენ.
წელს ქობულეთში გამართულ ფესტივალზე ხალხური შემოქმედების სახლს გადაეცა გრან-პრი, ხოლო ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. თელავში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე „კახორს“ გადაეცა განსაკუთრებული პრიზი „შენ ხარ ვენახი.“ მარტში საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ჩატარებულ ფესტივალში მონაწილე 260 ანსამბლიდან „საუნჯე“ და „კახორი“ ფინალში გავიდნენ და პირველი ადგილები მოიპოვეს.
17 აპრილს ხალხური შემოქმედების სახლმა კონცერტი სახელწოდებით „ვაგრძელებთ წარსულს“ ხარაგაულში გამართა.
იმერული, გურული, მეგრული, თუშური, რაჭული, სვანური და აფხაზური ხალხური სიმღერები, მთიულური, რაჭული და აჭარული ცეკვები, ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტები – ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლების რეპერტუარი ყოველთვის შთამბეჭდავი, გულწრფელი და განსაკუთრებულია. ამიტომ დაიმსახურეს განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულელი მაყურებლებისა და სტუმრებისგან ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორმა დალი მაღრაძემ, ლოტბარმა მაია მაღრაძემ, ხალხური ზეპირსიტყვიერების წრის ხელმძღვანელმა თამარ ავალიშვილმა, ქორეოგრაფმა რომან ბუაჩიძემ და ხელით ნაკეთობების წრის ხელმძღვანელმა ინგა ლურსმანაშვილმა.
„სასიხარულოა, რომ ხარაგაულში არსებობს ძლიერი ფესვი, მძლავრი სკოლა ფოლკლორის მიმართულებით, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, – ძალიან არ გვილხინს ჩვენ, მაგრამ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ხარაგაულის შემოქმედებით კოლექტივებს. მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალიან ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ და საჭიროა მათი ხელშეწყობა. მოლითსა და ლეღვანში შევძელით ქორეოგრაფიის წრის გახსნა. მაქსიმუმს გავაკეთებთ კულტურული მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.“
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე მოხარულია, რომ ხარაგაულის მდიდარი ფოლკლორული ტრადიციები გრძელდება და მაღალი დონის მასწავლებლები გვყავს.
ირინე ჩხეიძე, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი: -ვარ თქვენთან ერთად ძალიან ბედნიერი ასეთი ამაღელვებელი კონცერტის შემდეგ. „საუნჯემ“ და „კახორმა“ მთელ საქართველოში გვამოგზაურეს და გვაზიარეს ჩვენს საუნჯეს, ჩვენს ფესვებს. ვაგრძელებთ წარსულს, რომლის სათავეში დგას ბიჭიკო აბაშიძე. არა მარტო გრძელდება წარსული, არამედ უფრო მაღალ სიმაღლეებს ეზიარება.
ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: -დღეს არაჩვეულებრივი სიამოვნება მივიღე და მიჭირს რაიმე ვთქვა. ცოტა ხნის წინ შევხვდი ამ ანსამბლებს. დღეს მათ აბსოლუტურად სხვა პროგრამა აჩვენეს – უფრო დახვეწილი. „კახორის“ წევრები ყოფილან სტუდენტები. ისინი შაბათ-კვირას ჩამოდიან და როცა მატარებლით უკან ბრუნდებან, სადგურშიც აგრძელებენ თურმე რეპეტიციებს. ეს ძალიან დასაფასებელია იმ ფონზე, რაც ხდება დღეს დაღლილ საქართველოში. იმ პატარებზე აღარაფერს ვიტყვი, ხალხურ სიტყვიერებაში ძალიან იმერულ და პეწიან სივრცეს რომ გაუსვეს ხაზი. დიდი მადლობა ასეთი გემოვნებისთვის. უდიდესი მადლობა ამ ბავშვების მშობლებს, ვინც იცით ჩვენი ქვეყნის კულტურის ფასი. განსაკუთრებული მადლობა იმ ბიჭს, რომელმაც ჩემი ლექსი იმღერა. ეს ძალიან ძველი დიალექტია და იმ არქაული სიტყვების ასე მოთვინიერება რთულია. ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.
როსტომ ჩხეიძე, მწერალი: -მართლაც იშვიათი და საზეიმო დღეა არა მარტო ხარაგაულისთვის. ასეთი დღეები მთელი საქართველოს კუთვნილებაა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, იყო ბუნებრივი და ნამდვილი. ეს ხმები არ უნდა დაიკარგოს და ეს ჰანგები არ უნდა შეიმღვრეს. ბედნიერი ვარ, რომ ვიხილეთ სხვადასხვა თაობა და ერთმანეთში ჰარმონიულად შეზავებული ხმები. მადლობა ყველა პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).