

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 6 სექტემბერს ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათგან ორი ინფიცირებული დაბა ხარაგაულის მცხოვრებია, თითო-თითო ინფიცირებულია სარგგვეშში, კიცხში, ბორითში, ნებოძირსა და საღანძილეში.
6 სექტემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 27 აქტიური შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 6 სექტემბრამდე ამ ვირუსის 5651 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5575 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას