

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 25 აქტიური შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 18 პირი იმყოფება.
ამ ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა ზღვისპირა ქალაქებში იმყოფებოდა და ეს ვირუსი, სავარაუდოდ, იქ შეხვდათ. მისი თქმით, ამჟამად საგანგაშო სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდი არ დამარცხებულა.
პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ალექსანდრე ტაბატაძის რეკომენდაციით, ხალხმრავალ და დახურულ ადგილებში პირბადე კორონავირუსისგან მნიშვნელოვნად დაგვიცავს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 5 სექტემბრის კვირაში ელოდებიან რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროდან, თუ რა ფორმით გააგრძელონ სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 5 სექტემბრამდე ამ ვირუსის 5644 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5570 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში