

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში, ძლიერი ქარი შენარჩუნდება. 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
ხარაგაულში ჰაერის ტემპერატურა 31 აგვისტოს, სავარაუდოდ, +40 გრადუსს მიაღწევს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას