ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით შერჩეული ხუთი პროექტისთვის გამოცხადებული ტენდერებიდან სამი არ შედგა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ზურაბ იჩიქიტიძე ამბობს, რომ კიცხში „ლილეს წყაროს“, ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის, ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოსაწყობად ტენდერები ხელმეორედ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მისივე თქმით, ამ პროექტების ხარჯთაღრიცხვა ექსპერტიზის მიერ შემოწმებულია და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაშია.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით შერჩეულ ორ პროექტს – დ. ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის მშენებლობასა და ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მოწყობას – ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თენაბა-2015“ უნდა განახორციელოს.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამის განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი