ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.
ამ კომპანიის მენეჯერის, ელეონორა გიორხელიძის, ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ორი ავარიული შენობისა და ძველი ატრაქციონების დემონტაჟი უკვე დასრულდა.
„მოიჭრა დაზიანებული ხეები და გასუფთავდა პარკის ტერიტორია, ამჟამად პროექტით გათვალისწინებული შენობების მშენებლობა და ბილიკების ქვით მოპირკეთება მიმდინარეობს. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მშენებლობის პროცესში რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ არის. მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, დეკემბერში დასრულდება“, – ამბობს ელეონორა გიორხელიძე.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია ევროკავშირის მხარდაჭერით, „2020-2022 წლების საპილოტე რაგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ამისათვის 1 460 942 ლარია გამოყოფილი.
ევროკავშირის მხარდაჭერით ხარაგაულში სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და დევების ქანდაკებისა და მიმდებარე სკვერის რებილიტაცია მიმდინარეობს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში