

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან მოპოვებული ინფორმაციით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 34 აქტიური შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 30 ადამიანი იმყოფება.
ამ ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, იმ პირებმა, რომლებიც დახურულ სივრცეში დიდხანს არიან, უმჯობესია პირბადე ატარონ. ასევე აუცილებელია, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისთანავე ტესტის გაკეთება.
„ყოველღიურად ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს ტესტის გასაკეთებლად 20-მდე პირი მოგვმართავს, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – covid-19 ჯერ არ დაგვიმარცხებია. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ამ ვირუსის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დავიცვათ“.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 24 აგვისტომდე ამ ვირუსის 5595 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5512 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა