70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისტორიას ჩაბარდა თავისი შედეგებითა და მასშტაბებით ყველაზე სასტიკი ომი. მეორე მსოფლიო ომი 1418 დღე გრძელდებოდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ხარაგაულში ომში დაღუპულთა მემორიალთან აღინიშნა.  

ომის ვეტერანებთან ერთად მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ხარაგაულიდან ომში 5 706 პიროვნება იბრძოდა.  2 204 მებრძოლი უკან აღარ დაბრუნებულა. მათ შორისაა 19 მამა-შვილი, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან, ოთხი ძმა ავალიანები სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები ხევიდან, ხუთი ძმა კუპატაძეები ვანიდან და სხვ.

ხარაგაულელი ომის ვეტერანებიდან დღეს ჩვენს გვერდით არიან:

გიორგი ბლუაშვილი, შაქრო მაღლაფერიძე, ლევან წიქარიშვილი, ბიჭიკო ავალიშვილი, ვლადიმერ ხარატიშვილი, ჟაკი ციცქიშვილი, გრიგოლ გელაშვილი, გიორგი კიკნაველიძე, ანდრო ხიჯაკაძე, გიორგი კიკნაძე, გიორგი გურგენიძე, ეკატერინე წიქარიშვილი, დიმიტრი ხეცაძე, ბიძინა ბაქარაძე, გიორგი ფაიქრიძე, მამია მდინარაძე, იური ბუაჩიძე, ვერა არევაძე, პეტრე ჩიკვაიძე, დიმიტრი გრიგალაშვილი, ალექსანდრე ფცქიალაძე, შალვა კაპანაძე.

ომში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილ ომის ვეტერანებს გულთბილად მიესალმენ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი მერი გიორგიძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ვეტერანთა კავშირის წევრი ელვარდი გიორგიძე.

ღონისძიება სიმღერებითა და ლექსებით გაალამაზეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე), ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლმა „საუნჯე“ (ხელმძღვანელები დალი და მაია მაღრაძეები), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელმა ლალი შარაშიძემ და მოსწავლეებმა თამარ ჭიპაშვილმა და არმაზი შავიძემ.

ვეტერანები დაასაჩუქრეს საკრებულოს წევრებმა. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ვეტერანებს პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გააცნო და მთავრობისგან დაწესებული საჩუქრები გადასცა.

სამამულო ომის მონაწილე შაქრო მაღლაფერიძემ აღნიშნა: „წარმოუდგენელი იყო ფაშიზმზე გამარჯვება, მაგრამ ჩვენმა თავდადებამ მოგვიტანა ეს დღე.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ვეტერანებს დღის ბოლოს ტრადიციული ვახშამით გაუმასპინძლდა.

ნინო კაპანაძე

yvavilebiT-shemkoba

shekhcedra_veterantan

omis_veteranebi

armazi_shavidze

momgerlebi

veteranebis_misalmeba

gamgebeli_ajildoebs

dajildoeba

veteranebis_dajildoeba

dasachuqrebuli_veteranebi