

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ბოლო ხუთ დღეში ხარაგაულში ამ ვირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
17 აგვისტოს მდგომარეობით, covid-19-ით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 46 პირია ავად, მათგან ერთი – სამ წლამდე ასაკის ბავშვია. ამჟამად თვითიზოლაციაში 40 მოქალაქე იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 17 აგვისტომდე ამ ვირუსის 5555 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5460 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კორონავირუსით ინფიცირების რისკს 70%-ით ამცირებს, – გვირჩევენ ექიმები.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას