

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან ექვსი ინფიცირებული დ. ხარაგაულის მცხოვრებია, ერთი – ღუდუმექეთის. ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსით 36 პირია ავად. 23 მოქალაქე თვითიზოლაციაშია.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისთანავე მოქალაქემ ტესტი უნდა გაიკეთოს. ხარაგაულში სწრაფი ტესტის გაკეთება ჯანდაცვის ცენტრში, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებშია შესაძლებელი. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, კორონავირუსზე ტესტისთვის მათ ცენტრსა და საავადმყოფოებს დღიურად 15-15 მოქალაქე მაინც აკითხავს.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 10 აგვისტომდე covid-19-ის 5504 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5419 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში