

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სოფელ ბორითში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 34 კბმ ფიცარი.
სოფელ საბეში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
P. S. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას მოქალაქეები გამოეხმაურენ. სოფლად მცხოვრებ ოჯახს დაჯარიმება კი არა, ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდებაო, – გულისტკივილს გამოთქვამენ ადამიანები. მათი მოსაზრებით, მოსახლეობას კანონიერად, ბარათებით უნდა მიეცეს სამასალედ ხე-ტყის მოპოვების უფლება.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში