

ორწლიანი პაუზის შემდეგ ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატის პირველი ეტაპი 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობს. მასში რვა გუნდი მონაწილეობს – „ღომეეთი JR“, „ჩიტი-გვრიტი“, „პაწია ხარაგაული“, „ძველი სკოლა“, „უსახელო“, „ფარცხნალი“, „ორბი“, „ახალი სკოლა“. ამ ეტაპის ფინალური შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.
უფროსი ასაკის კალათბურთელებს შორის ჩემპიონატი პარასკევს, 12 აგვისტოს, დაიწყება.
„ქუჩის კალათბურთის“ ორგანიზატორია ა/ო „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“. ჩემპიონატის მხარდამჭერია ააიპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“. ჩემპიონატის მსაჯი და წამყვანია მწვრთნელი ბექა ბანცაძე.
მაყურებლები და გუნდების გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ „ქუჩის კალათბურთი“ სანახაობრივი და საინტერესო სპორტული შეჯიბრებაა.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის თაოსნობით „ქუჩის კალათბურთი“ ხარაგაულში 2011 წლიდან ტარდება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა