

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსი დღეს შვიდ პირს გამოუვლინდა.
მათგან 2-2 მოქალაქე დ. ხარაგაულისა და ლაშის მაცხოვრებელია, თითო-თითო პირი ლაშის იგორეთში, გედსამანიასა და ლეღვანში ცხოვრობენ. ხარაგაულში ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 32 პირია ავად. თვითიზოლაციაში 24 ადამიანი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 9 აგვისტომდე covid-19-ის 5497 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5416 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტები დახურულ და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და კოვიდსაწინააღმდეგო აცრების ჩატარებას გვირჩევენ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას