

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 აგვისტოს ლიბერთი ბანკის თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა ლიბერთი ბანკის ყველა თანამშრომელს სამუშაო საათებში პირბადე ეკეთოს და პირბადის გარეშე ბანკში არც ერთი მომხმარებელი არ შეუშვან.
„პირბადე 70-80%-ით გვიცავს კორონავირუსისგან – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – ამიტომ უმჯობესია, ხალხმრავალ ადგილებში ყველამ პირბადე გავიკეთოთ. პირბადისგან დისკომფორტი უფრო ადვილად გადასატანია, ვიდრე კორონავირუსი“.
8 აგვისტოს მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 27 პირია ინფიცირებული. თვითიზოლაციაში 26 მოქალაქე იმყოფება. ბოლო სამ დღეში – 5-8 აგვისტოს, კორონავირუსი ლაბორატორიულად 22 პირს დაუდასტურდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამჟამად მხოლოდ სწრაფი ტესტი ტარდება და ამ ცენტრს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები აკითხავენ. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, სავარაუდოდ, ხარაგაულში, ლაბორატორიულად დადასტურებულზე გაცილებით მეტი პირია ინფიცირებული.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 8 აგვისტომდე covid-19-ის 5490 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5414 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში