ხარაგაულის სოფელ მარელისის საჯარო სკოლა წელს თორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან ოთხმა – ლუკა ცისკაძემ, ნინო ყიფიანმა, მარი ქურდაძემ და ანი კოვზირიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს.
გამოცდების შედეგებით ოთხივე ახალგაზრდა მეტნაკლებად კმაყოფილია. ერთი რამ ზუსტად იციან – უკვე სტუდენტები არიან.
– საერთოდ, ცხოვრებაში, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ, – ამბობს ლუკა ცისკაძე, – სტრესი და ნერვიულობა საკუთარი ცოდნის გამოვლენაში ხელისშემშლელია. ამიტომ აბიტურიენტობისას საკუთარ თავს ვამზადებდი და დადებითი ემოციების დაგროვებას ვცდილობდი.
გამოცდები კარგ გარემოში, საუკეთესო დამკვირვებლების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. პირველ გამოცდაზე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ კომპიუტერთან მარტო რომ დავრჩი, მივხვდი, რომ ნერვიულობის დრო არ იყო და ჩემი ცოდნა მაქსიმალურად უნდა გამომეჟღავნებინა.
მე და ჩემმა თანაკლასელებმა გამოცდები სკოლაში მიღებული ცოდნით ჩავაბარეთ. პირადად მე დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ირინე კუპატაძეს, ინგა ვეფხვაძეს, ლენა ორჯონიკიძეს და ფიქრია გოგნიაშვილს იმისთვის, რომ დამატებით მომზადება არ დამჭირვებია.
ასევე მადლობა ჩვენზე გაწეული ამაგისთვის სკოლის დირექტორს ვერა ოდიკაძეს და კლასის ხელმძღვანელს ეკა ქურდაძეს.
აბიტურიენტებს რამდენიმე პროფესიის არჩევის უფლება გვაქვს. სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობებზე ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მსურს.
უფროსი თაობის ადამიანები ხშირად გვადარებენ ერთმანეთს – აი, იმან შენზე უკეთესი შედეგი მიიღო, ის შენზე მეტად კმაყოფილია და სხვ. ჩემს თანატოლებს ვთხოვ, რომ ასეთ რამეს ყურადღება არ მიაქციონ.
ზოგიერთ ახალგაზრდას თურმე ოჯახის წევრები და ახლობლები საყვედურობენ, რომ დაბალი ქულების გამო იმედები გაუცრუეს. მათ მინდა ვუთხრა, ყურადღება არავის მიაქციონ და შედეგისთვის მეტად იბრძოლონ.
აბიტურიენტებმა მთავარია, დრო სწორად გადაანაწილონ, პროფესიაზე არჩევანი საკუთარი სურვილით გააკეთონ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ. ყველას წარმატებებებს და სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარებას ვუსურვებ.
ჩვენც სიამოვნებით ვუერთდებით ლუკას სურვილებს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში