83 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ხარაგაულის #3 სკოლის ყოფილი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი გიორგიძე გარდაიცვალა.
მერი მასწავლებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ნამოწაფარი, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი იზა ვეფხვაძე წერს:
ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა – ჩემი ბავშვობისა და მოსწავლეობის ყველაზე ბედნიერი წლების მაესტრო იმქვეყნიურ საუფლოში გაფრინდა. ჩემი მერი მასწავლებელი გარდაიცვალა…
უნით უთქმელია ეს მწუხარება. ამქვეყნად ყველაზე კარგი, ერთგული და უღალატო პედაგოგი მყავდა. მას დღემდე არ დავუტოვებივარ – ყველგან ჩემს გვერდით იყო. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს. მასწავლებლის ეტალონი იყო. როგორ გამიჭირდება მის გარეშე. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი… მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან.
მშვიდობით, ჩემო განუმეორებელო მერი მასწავლებელო. ყოველთვის ჩემთან იქნები…
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში