პირველი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდიან.
ქალები, ბავშვები, პენსიონრები, რომლებმაც ჩვენი თანადგომის იმედით საქართველოს მოაშურეს, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათი მამები, ქმრები, შვილები ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
2 აგვისტოდან, საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებისს აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით დაიწყო.
ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
GEL: GE51TB7324636080100018
USD: GE63TB7324636180100012
მიმღები – საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ღია საზოგადოების ფონდი 150 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სხვადასხვა სფეროს, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი – გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენ სტუმრებს ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით დაუჭირონ მხარი ამ პროცესს“, – აცხადებენ ინიციატივის წევრები.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში