

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მაისს გამართულს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძემ განაცხადა, რომ ხარაგაულში, სამგლიის სერზე ახლადგახსნილი ემერჯენს-ამბულატორია დაკეტილია. დეპუტატი მიზეზით დაინტერესდა.
ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმმა, საკრებულოს წევრმა აზა ფურცელაძემ განმარტა, რომ ახალგახსნილ შენობაში არ არის ინტერნეტი და ელექტროენერგია, მისივე თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს სილქნეტთან და ენერგოკომპანიასთან.
„ემერჯენს-ამბულატორიაში გვაქვს ახალი აპარატურა. ჩვენი სპეციალისტები დადიან ბორითის ამბულატორიაში და ეუფლებიან აპარატურასთან მუშაობის წესებს. გახსნა და ფუნქციონირება ერთი და იგივე არ არის. თუ ძალიან გაინტერესებდათ, ამბულატორიის გახნის დღეს მობრძანებულიყავით და დაგეთვალიერებინათ. ეს არის ხარაგაულელი ხალხის სამედიცინო დაწესებულება და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის,“ – აღნიშნა აზა ფურცელაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, ამბულატორიაში არის ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ხარაგაულის მოსახლეობამ მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. „არის ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და ამბულატორია სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი განმარტავს: „იმისათვის, რომ ფუნქციონირებას შევუდგეთ კვალიფიციურად მომზადებულები, ამჟამად მიმდინარეობს ექიმებისა და ექთნების გადამზადება ახალ სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისათვის. ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების მოძიება.
რეგიონულ ხელმძღვანელობასთან და ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ემერჯენს-ამბულატორიის ფუნქციონირების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ემერჯენს-ამბულატორია ფუნქციონირებას შეუდგება არაუგვიანეს 15 მაისისა,“ – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).