სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ცენტრ „დომინოში“ შეძენილ Ambition Junior-ის კერამიკულ თეფშში ტყვიაა აღმოჩენილი.
მომხმარებლებმა, თუ ამ ფირმის ჭურჭელი უკვე შეიძინეს, მისი გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტო გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე ჩინური წარმოების – He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან ტყვიის მიგრაციის ფაქტი გამოავლინა.
საქართველოში აღნიშნული პროდუქციის (თეფშები – Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB) მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ – სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“.
სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში