

ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, გასულ თვეებთან შედარებით, გაიზარდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 27 ივლისის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 19 პირია ინფიცირებული.
დ. ხარაგაულსა და მოლითში კორონავირუსით 4-4 პირია ინფიცირებული, ლაშეში – 3, საღანძილესა და უჩამეთში – 2-2, წყალაფორეთში, ზარანში, საქასრიასა და კიცხში თითო-თითო.
პირველი ივლისიდან 27 ივლისამდე ხარაგაულში ლაბორატორიულად covid-19-ით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 27 ივლისამდე სულ 5 435 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5367 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამჟამად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე მხოლოდ სწრაფი ტესტი ტარდება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას