

„პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კარგი საშუალებაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის, რომ გაგიჩნდეთ შემოსავალი. დიდი შანსი გაქვთ და უნდა გამოიყენოთ,“ – აღნიშნა ხარაგაულში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრისას იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროექტის ხელშემწყობი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა.
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მისი ერთ-ერთი კომპონენტია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა, რომელიც მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. პროექტის მთავარი მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება.
ბიზნეს იდეისა და შემდგომ ბიზნეს გეგმის მოწონების შემთხვევაში, გამარჯვებული მეწარმე მიიღებს გრანტს 5 ათასი ლარის ოდენობით. ეს არის მიზნობრივი საჩუქარი სახელმწიფოსგან. პროექტში შეუძლია ჩაერთოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო მოხელე და არ უნდა ირიცხებოდეს მევალეთა რეესტრში.
„შესაძლოა, პიროვნებას სესხი ჰქონდეს, მონაწილეობდეს სხვა პროგრამებში. ეს მას არ ზღუდავს. მთავარია, არ ჰქონდეს ვადაგადაცილება სესხებზე,“ – განმარტავს ჭაბუკი ჭეიშვილი.
პროექტის პირველი ეტაპია ბიზნეს იდეების კონკურსი. მისი მოწონების შემდეგ იწყება გამარჯვებულებისთვის ტრენინგების ეტაპი, რისთვისაც პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს მიკრო ან მცირე მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. მათ შორის განსხვავება დაბეგვრის რეჟიმებშია.
ბიზნეს იდეების კონკურსი 18 მაისამდე გრძელდება. ბიზნეს იდეაში ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის განხორციელების ეტაპების მითითება არ არის საჭირო.
„ბიზნეს გეგმა კი ძალიან სერიოზული დოკუმენტია, რომლის დაწერაშიც გამარჯვებულ კონკურსანტებს ჩვენ დაგეხმარებით. ხარაგაულში ჩამოვლენ ტრენერები და ბიზნეს გეგმის წერას შეგასწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს გეგმის გამარჯვებულმა კონკურსანტმა პროექტის განსახორციელებლად თავად უნდა გაიღოს გრანტით მოპოვებული თანხის 20%.
პროექტის ფარგლებში გრანტი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ 700 მეწარმეზე შეიძლება გაიცეს. მოგებული თანხით შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს საბრუნავი საშუალებების შეძენა. მაღაზიის შემთხვევაში დახლის, მაცივრის და სხვ., მეფუტკრეობის დარგის განვითარებისთვის – სკის, სანთლის დასამზადებელი აპარატის და ა.შ.
ჭაბუკი ჭეიშვილის ინფორმაციით, თანაბარი სიძლიერის ბიზნეს იდეების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქალებსა და ახალგაზრდებს.
„პროექტი სოფლისა და რეგიონის მოსახლეობისთვის არის და თუ რეგიონიდან არასასოფლო ბიზნეს იდეა წამოვა, ეს იქნება პრიორიტეტული, – მაგალითად, სალონის ან ვულკანიზაციის მოწყობა, ინტერნეტის შეყვანა.
საიტზე www.qartuli.ge განთავსებულია განაცხადების ფორმა. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ და გადააგზავნონ ელექტრონული ფორმით. შესაძლებელია ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ჩაბარება პროგრამის ოფისში შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, კოსტავას ქ. #9; ტელ.: 0 431 25 55 74; 595 33 78 00.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).