

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონშიმოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსი იქნება.
თბილისში 22 ივლისიდან, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
ხარაგაულში 25 ივლისამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით. 21-24 ივლისს ჰაერის ტემპერატურა, სავარაუდოდ, +22, +24 გრადუსია.
25 ივლისს მზიანი დარია მოსალოდნელი. თუმცა, მომდევნო დღეებში – 26 და 27 ივლისს კვლავ წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. 25 ივლისის კვირაში ჰაერის ტემპერატურა +26, +29 გრადუსი იქნება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას