

ახალი სასწავლო წლიდან როგორ განახლდება ხევის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის ბაღის შენობა აიღეს და 2021 წლის ოქტომბრიდან ამ ბაღის აღსაზრდელებთან სააღმზრდელო პროცესი არასტანდარტულ პირობებში, დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობდა.
ამჟამად ახალი საბავშვო ბაღის შენობის პროექტი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი და შეფასება ამ დრომდე ჭიანურდება.
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პოექტის შესაფასებლად ერთიდან სამ თვემდე ვადას ითხოვს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ჩემი ინფორმაციით, პროექტის გადაგზავნიდან ერთი თვე უკვე გავიდა. დაქირავებულ შენობაში ფართის სიმცირის გამო ორი ჯგუფის ფუნქციონირება ვერ ხერხდება; ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღისათვის შესაბამის პირობებს ითხოვს.
შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან ხევის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება იმ პირობებში, როგორშიც ამ დრომდე იმყოფებოდნენ, ვეღარ გავაგრძელოთ. ამიტომ ვითხოვთ, მაქსიმალურად დაჩქარდეს ექსპერტიზა, მშენებლობის დაწყება და დასრულება. ვნახოთ, რას შევძლებთ. იმედი გვაქვს, რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინურმა კომპანია, რომელმაც ხევში ახალი საბავშვო ბაღი უნდა ააშენოს, ამ საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობს“.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე