

ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები, დაახლოებით ერთი წელია, შეწყვეტილია.
ამ დროისათვის, ლაშეში გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი მეწყერსაშიშია. დაძრული მეწყერის შემაკავებელი ბარიერი გზის მხარესაა გადმოწეული და გამვლელი ავტომობილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ძირულა-ხარაგაულის გზის მოწესრიგება კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ უნდა დაასრულოს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურმანაშვილი, – წარმოიშვა გარკვეული სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, რადგან ეს მონაკვეთები თავდაპირველად რკინიგზის მშენებელ ორგანიზაციას უნდა აეშენებია და „ბლექ სი გრუპთან“ პირვანდელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ იყო.
აღმოჩნდა, რომ საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი პასუხისმგებლობის მიღმა დარჩა. კომპანია „ბლექ სი გრუპს“ ხარაგაულში კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოებიც დასასრულებელი აქვს და გზის დარჩენილ მონაკვეთებსაც ის გააკეთებს.
ამ კომპანიასთან კომუნიკაცია ჭირს, ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი გვიდასტურებენ, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს. თუმცა, კონრეტულად რამდენ დღეში დაიწყება სამუშაოები, ვერ დავაკონკრეტებ“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე