„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაწერე მინიატურა“ „ვებგვერდის რჩეული“ მინიატურა „მაპატიე, დედა!“ გახდა. ამ მინიატურის ავტორი ხიდრის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძეა.
– სკოლაში ყველა საგანი ერთნაირად მიყვარს, – ამბობს მარიამ ჩაჩანიძე, – თითოეული ჩემი პედაგოგი ჩემთვის გამორჩეული და საყვარელია. ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებ და მასწავლებლებისგან უდიდეს თანადგომასა და სიყვარულს ვგრძნობ. არასოდეს მიგვრძვნია განსხვავებული დამოკიდებულება მათგან, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების გამო.
ჩემი ცხოვრება შარშან ზაფხულამდე ჩვეულებრივად მიდიოდა. ვერთვებოდი სხვადასხვა აქტივობებსა და ოლიმპიადებში. შარშან ზაფხულს დედამ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გაიგო, რომ ჩვენთვის სრულიად უცნობი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი ქმნიდა მოსწავლეთა ჯგუფს პროექტის განსახორციელებლად. დედამ შემომთავაზა, ჩემი სურვილის შემთხვევაში, ამ პროექტში ჩავრთულიყავი.
კარგახანს ვიფიქრე… რაღაც პერიოდის განმავლობაში მეშინოდა უცხოებთან ურთიერთობის, – ჩაგვრის ან ბულინგის მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის საზოგადოებაში სოციალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ გამოწვევას დავთანხმდი.
დავიწყეთ მუშაობა. ბატონი როლანდი ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ბავშვებს ყველაზე მეტად მოგვწონს, რომ არ გვიყურებს, როგორც „ჩვენზე უფროსი“. მოსწავლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემში მხატვრული წერის ნიჭი მასწავლებელ როლანდ ხოჯანაშვილისგან შემოთავაზებულ პროექტში მონაწილეობით აღმოვაჩინე. სამუშაოდ ავიღე ლიტერატურული მიმდინარეობა – ზღაპარი. როლანდი მასწავლებელმა შემომთავაზა დამეწერა ზღაპარი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ეს ზღაპარი გახდა იმის საფუძველი, რომ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსებში აქტიურად ჩავერთე.
ჩემი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჰყავს დაღუპული შვილი 11 წლის გოგონა. ეს ამბავი გადმოცემით ვიცოდი და გადავწყვიტე, მინიატურა ამ თემაზე დამეწერა, ჩავერთე კონკურსში „დაწერე მინიატურა“ და გავხდი ამ კონკურსისი „SMS რჩეული“.
ვულოცავთ მარიამ ჩაჩანიძეს მინიატურების კონკურსში მიღწეულ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.