
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ მთის კურორტ ნუნისში, რომელიც ნაკლებად განვითარებულია დღეს, ცივილიზაცია ჩვენ შევიტანეთ და საჯარო სექტორისგან მხარდაჭერა არასდროს გვქონია“, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ შპს „ნუნისის“ დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კურორტზე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო არცერთი ელემენტი გამართული არ არის.
„იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს, რეგიონებს, მათ შორის ნუნისს სჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, რათა ელემენტარული – კურორტამდე მისასვლელი გზა არსებობდეს. ეს ნუნისში ამ დრომდე ვერ გაკეთდა.
მეორე პრობელმაა კომუნიკაცია – დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია სასტუმროს მუშაობა ან თუნდაც რეგიონის განვითარება და ესეც ვერ მოგვარადა კურორტზე. მესამეა – უწყვეტი წყალმომარაგების საკითხის გადაჭრა“, – ამბობს ირმა დაუშვილი.
გადაცემაში სტუმრობისას „ნუნისის“ დამფუძნებელმა „კურორტების განვითარების სააგენტოს“ შექმნაც შეაფასა. მას აინტერესებს, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს ახალი სსიპ-ი.
„მაინტერესებს, თუ შეუძლია ახალ სსიპ-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით კურორტზე გზები გაიყვანოს; ასევე, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად უზრუნველყონ უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება და კონკრეტული ამოცანები თუ დასახული მიზნები შეასრულოს. თუ ამ პროცესებში არ იქნება ჩართული, მაშინ გაუგებარია მისი შექმნის აუცილებლობა.კურორტების განვითარების სააგენტოს“ შექმნა მაშინ არის საინტერესო, როცა ის ქმედითია“, – ამბობს ირმა დაუშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის