

ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს.
ფესტივალში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ, – ფესტივალში სულ 16 მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლა ერთვება.
ხარაგაულის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი მაია მაღრაძე ამბობს, რომ ფესტივალი-ბანაკი „მომავლის ხმები“ ხარაგაულელი მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
„სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა ამ ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლეს ახალი სიმღერები, მიიღეს მონაწილეობა მხიარულ შეჯიბრებებსა და პერფორმანსებში, გაიარეს სხვადასხვა მასტერკლასი. დღეს, 24 ივნისს, ფესტივალის დახურვის საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელშიც შვიდი სალოტბარო სკოლა (ხარაგაულის, სამტრედიის, აბაშის, ხონის, ონის, სენაკისა და ბაღდათის) 3-3 სიმღერას შეასრულებს“.
ფესტივალი „მომავლის ხმები“ საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. ხარაგაულის სალოტბარო სკოლა ფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობს.
ფოტოზე – ხარაგაულის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე