ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა დღეს ხარაგაულში მცხოვრებ ორ უკრაინულ ოჯახს ტრენაჟორების დარბაზის უფასო აბონემენტი გადასცა.
ინა კუზმენკოვა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სოფელ ჩხერში, უკვე მესამე თვეა, ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ბუნება ძალიან უყვარს და ვიდრე უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს, აქ იცხოვრებს.
ინას შვილი ვოვა, უკრაინაში თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობდა და სურვილი გამოთქვა, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ჭიდაობის წრეზე გააგრძელოს ვარჯიში.
ხვალ, 23 ივნისს, ხარაგაულის ფეხბურთის სტადიონზე, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, გარბენი გაიმართება. ვოვამ აღნიშნა, რომ გარბენშიც სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.
ალექსანდრ (საშა) სტარინის ოჯახი პატარა ხარაგაულში ცხოვრობს. საშა აქ დედ-მამასთან, მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად ხარკოვიდან ჩამოვიდა. საშა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე სპორტით არიან დაკავებულები და ტრენაჟორების დარბაზით ისარგებლებენ.
ტრენაჟორების დარბაზის ინსტრუქტორის, გოჩა გელაშვილის, ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკრაინელ ოჯახს შეუძლიათ ისარგებლონ ტრენაჟორების უფასო აბონემენტით ნებისმიერ დროს და სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა სპორტულ სექციაშიც ივარჯოშონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტში უკრაინელების 4 ოჯახი (11 პირი) ცხოვრობს. ისინი საქართველოში ქალაქ ხარკოვიდან, ხერსონიდან და კახოვკადან ჩამოვიდნენ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია, ხარაგაულელების სახელით, გულითად მადლობას უხდის მაია და გია ტორაძეებისა და ალიკა ცხოვრებაძის ოჯახებს, მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.