

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისაღებად. თუმცა, გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად ამ ქვეყნებმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ.
ევროკომისია საქართველოს მიმართ ასეთივე რეკომენდაციით არ წარსდგა. საქართველომ ჯერ 12 მიმართულებით უნდა შეასრულოს პირობები და შემდეგ გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
ამ რეკომენდაციების გასაჯაროებიდან მეოთხე დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა: „პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს“.
მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩაწერილი, თუმცა არის სხვა საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა გაგრძელდება ბრიუსელთან და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ამავე თემაზე
არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ვანო ჩხიკვაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი