საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი) მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს.
მიწის რეგისტრაცია ორი სახისაა – სისტემური და სპორადული.
სისტემური რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ელექტრონულად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მფლობელებისთვის არის უფასო.
გაწერილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ამზომველები მიწის ყველა მესაკუთრესთან მივლენ და აზომვით ნახაზებს გააკეთებენ. თუმცა, მიწის ნაკვეთს მფლობელის გარეშე ვერ აზომავენ. ადგილზე ივსება ელექტრონული ოქმი, რომელსაც მესაკუთრე თავად მოაწერს ხელს.
საჯარო რეესტრის სააგენტოსგან მოპოვებული ინფორმაციით, ამზომველები რომ კონკრეტულ არეალზე საამზომველო სამუშაოებისთვის შევლენ, მფლობელებს წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ და კონკრეტულ დროზე შეუთანხმდნენ, რომ აზომვებისას მფლობელი ადგილზე იმყოფებოდეს.
თუ მოქალაქეს მიწის დარეგისტრირება სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკით გაწერილ ვადაზე ადრე სურს, ასეთ შემთხვევაში მიწის რეგისტრაციის სპორადული წესით უნდა ისარგებლოს. უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და ყველა საჭირო დოკუმენტი საკუთარი ხარჯებით გააკეთოს. ანუ, მიწის სპორადული რეგისტრაცია ფასიანია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამ წელზეა გაწერილი და 2024 წელს უნდა დასრულდეს.
გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკს, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
2022 წელი
დაბა ხარაგაული – ივლისი;
ბაზალეთი, ბორითი – აგვისტო;
2023 წელი
ლაშე, კიცხი, ხიდარი – აპრილი;
საღანძილე, ლეღვანი, ვახანი – ივლისი;
მოლითი, ზვარე – სექტემბერი;
ხუნევი – ნოემბერი
2024 წელი
ღორეშა, სარგვეში, ხევი, ფარცხნალი, ვარძია – მარტი;
წყალაფორეთი, წიფა, ნადაბური – ივლისი.
მიწის რეგისტრაციის პროგრამა საქართველოში 2016 წლიდან დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში მიწების 1/3 (1 200 000 ჰა) დასარეგისტრირებელია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი