

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, იგეგმება სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა. პროგრამა შეიცავს 4 კომპონენტზე უფასო კვლევას:
1) ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ასაკის ქალებში, 2-წლიანი ინტერვალით;
2) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ასაკის ქალებში 3-წლიანი ინტერვალით;
3) პროსტატის სკრინინგი – 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ;
4) მსხვილი ნაწლავის კვლევა – ორივე სქესის ბენეფიციარებში 50-70 წლის ასაკში 2-წლიანი ინტერვალით.
ამ დაავადებებზე სკრინინგი ქუთაისის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში ჩატარდება. სკრინინგის მსურველებისთვის ამ ცენტრამდე ხარაგაულიდან ტრანსპორტირება უფასოა.
სკრინინგის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ან დარეკონ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:
577 14 01 57 (ქეთევან თავზარაშვილი); 593 3313 66 (მაკა გელაშვილი); 577 60 88 01 (ნატა ლურსმანაშვილი).
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას