ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 16 278 ლარის საწვავი მოიხმარა. იანვარში ბენზინი 1,57 ლარად შეიძინეს. საკრებულომ ავტომანქანისთვის WZW 131 იანვარში 1 413 ლარი ღირებულების ბენზინი მოიხმარა, ავტომანქანისთვის  LEO 634 – 314 ლარი ღირებულების ბენზინი, ავტომანქანისთვის NBM 001 – 654,69 ლარი ღირებულების ბენზინი.

იანვარში გამგეობამ ავტომანქანისთვის CJC 311 მოიხმარა 1370,61 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის WKW 248 – 392,5 ლარი ღირებულების ბენზინი, ავტომანქანისთვის AIA 464 – 384,65 ლარი ღირებულების ბენზინი, ავტომანქანისთვის SMT 454 – 392,50 ლარი ღირებულების ბენზინი.

გამგეობიდან მოპოვებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზედამხედველობის სასამხურმა იანვარში 172,7 ლარის ბენზინი მოიხმარა, ინფრასტრუქტურის სამსახურმა – 78,5 ლარის, გამგებლის თანამშემწემ – 235,5 ლარის, საფინანსო სამსახურმა – 109,9 ლარის, ადმინისტრაციამ – 47,1 ლარის, სამხედრო სამსახურმა –  125,6 ლარის, კომისიამ – 314 ლარის ბენზინი.

თებერვალში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბენზინი 1,26 ლარად შეიძინა. საკრებულომ ავტომანქანისთვის WZW 131 თებერვალში 1 134 ლარის ბენზინი მოიხმარა, ავტომანქანისთვის  LEO 634 – 252 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის NBM 001 – 504 ლარის.

თებერვალში გამგეობამ ავტომანქანისთვის CJC 311 მოიხმარა 1010.34 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის WKW248 – 126 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის AIA 464 – 315 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის SMT 454 – 315 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის BUB 545 – 502,11 ლარის ბენზინი.

გამგეობიდან მოპოვებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანისთვის LEO 632 თებერვალში ინფრასტრუქტურის სამსახურმა 63 ლარის ბენზინი მოიხმარა, გამგებლის თანამშემწემ – 189 ლარის, საფინანსო სამსახურმა – 88,2 ლარის, სამხედრო სამსახურმა 100,8 ლარის, კომისიამ – 252 ლარის ბენზინი.

მარტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბენზინი 1,55 ლარად შეიძინა. საკრებულომ ავტომანქანისთვის WZW 131 მარტში 1 395 ლარის ბენზინი მოიხმარა, ავტომანქანისთვის  LEO 634 – 242,27 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის NBM 001 – 496,82 ლარის ბენზინი.

მარტში გამგეობამ ავტომანქანაზე WKW 248 გახარჯა 356,4 ლარის ბენზინი. აქედან 155 ლარის ბენზინი მოიხმარა ზედამხედველობის სამსახურმა, 124 ლარის – სამხედრო სამსახურმა, 77,44 ლარის ბენზინი გაიხარჯა კომისიების გადაადგილებისთვის.

ავტომანქანისთვის SMT454 მარტში შეძენილია 852,5 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის AIA 464 შეძენილია 728,4 ლარის ბენზინი, ავტომანქანისთვის BUB 545 – 1350,00 ლარის ბენზინი.

ნინო კაპანაძე