2021-2022 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
იმერეთიდან კონკურსის ნახევარფინალში 22 სკოლის ეკოკლუბი გადავიდა, მათ შორის ხარაგაულიდან – 4, ზესტაფონსა და ჭიათურიდან 2-2 სკოლა, ჭიათურიდან – 7 სკოლის ეკოკლუბი.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს ხარაგაულიდან ხუთი სკოლის (ხარაგაულის#2, კიცხის, ვარძიის, ლაშის, ლეღვნის) ეკოკლუბი ჩაერთო.
სასკოლო კონკურსის პირველი ტური დასრულდა. დაგროვილი „ნერგების“ მიხედვით ნახევარფინალში გადასული სკოლების ეკოკლუბები ჟიურის წინაშე თავიანთი აქტივობების წარსადგენად ემზადებიან.
ხარაგაულიდან ნახევარფინალში 4 სკოლის ეკოკლუბი გადავიდა:
„ქლოროფილია“ (ხარაგაულის #2 სკოლა) – 2260 ნერგი;
„მწვანე ხელები“ (კიცხის საჯარო სკოლა) – 2220 ნერგი;
„დედამიწა ჩვენი სახლია“ (ლაშის საჯარო სკოლა) – 524 ნერგი;
„მწვანეები“ (ვარძიის საჯარო სკოლა) – 510 ნერგი.
ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი „ნერგის“ მქონე 5 სკოლა ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის კონკურსში „ნერგების“ დაგროვება შეწყდა.
ნახევრაფინალური შეხვედრა რეგიონების მიხედვით 30 ივნისს დასრულდება. პირველ ივლისს ჟიური ფინალში გადასულ სკოლებს გამოავლენს. წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი 27 ივლისს გაიმართება.
ნახევარფინალების ინსტრუქციებს, დეტალურ ინფორმაციას შეხვედრების ჩატარების ადგილმდებარეობისა და თარიღების შესახებ სკოლები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში ჩართულ სკოლებს.
საქართველოს მასშტაბით კონკურსის ნახევარფინალში გადასული სკოლების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ვებგვერდზე.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.