

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნელი პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით დღეს, 30 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატის ფოიეში გაიმართა თამაში „რა? სად? როდის?“ გარემოს დაცვის საკითხებზე.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ მოლითის, ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, ბორის, ბაზალეთის საჯარო სკოლებისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის გუნდები.
ჟიურის შემადგენლობაში იმყოფებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან თაბუნიძე.
ინტელექტუალური თამაში გაიმართა სამ ტურად.
გაიმარჯვა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა, რომელიც დაჯილდოვდა აწყურის საზაფხულობანაკის ერთკვირიანი საგზურით.
მეორე ადგილის მფლობელი ბაზალეთის საჯარო სკოლის გუნდი კი დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით – ორდღიანი ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
პროექტი ხორციელდება მშვიდობის კორპუსისა და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).