

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ორი ტურნირის ჩატარებას გეგმავს.
ჩემპიონატი პირველი აგვისტოდან დაიწყება. შეჯიბრი ჯერ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ჩატარდება. შემდეგ კი ზრდასრულებს შორის ტრადიციული „ინიციატორთა თასის ტურნირი“ გაიმართება.
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და პანდემიამ ორი წლით დააპაუზა.
„ქუჩის კალათბურთი 2022“ ხარაგაულში ახალგახსნილ კალათბურთის მოედანზე „ინიციატორ არენაზე“ გაიმართება. 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის დაგეგმილი შეჯიბრი კალათბურთის მწვრთნელის, გოჩა ბუაჩიძის, ხსოვნას მიეძღვნება.
ფოტოზე: „ინიციატორ არენა“ ხარაგაულში
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე