

„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, ხვალ, 3 ივნისს, საგარეუბნო მატარებელი – ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი – არც ერთი მიმართულებით არ იმოძრავებს.
„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ახალი ლიანდაგის ექსპლოატაციაში შესვლაა. მოგეხსენებათ, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობს.
სხვა სამგზავრო მატარებლები – თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ბათუმი, ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.
საგარეუბნო მატარებლის, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის, გადაადგილება 4 ივნისიდან აღდგება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას