

ხარაგაული-ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებლის შერჩევა მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ამ გზის მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, ტენდერი 8 აპრილს გამოაცხადა 642 357 ლარზე.
ტენდერში სამი მშენებელი ორგანიზაცია ჩაერთო.
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შპს „გეკამ“ დააფიქსირა ყველაზე ნაკლები ფასი – 457 ათასი ლარი.
სატენდერო კომისიამ განხილვის შედეგად დაადგინა, რომ შპს „გეკასგან“ ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.
ამიტომ შპს „გეკამ“ სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს დაფიქსირებული ფასის ამსახველი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის დასკვნა იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია შეთავაზებულ ფასად აღნიშნული სამუშაოს შესრულება.
დამატებით გაცნობებთ, როგორც კი გამოვლინდება ხარაგაული-ბაზალეთის გზის მშენებელი ორგანიზაცია.
ლაურა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,