

სასწავლო წელი სრულდება და სკოლებში ინფრასტრუქტურისმოსაწესრიგებლად ხელსაყრელი პერიოდი იწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად წელს 100 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით:
სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარით ხარაგაულის თვითმართველობა აპირებს:
1) ხუნევის სკოლის სახურავის რეაბილიტაციას – სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებაა 50 ათასი ლარი;
2) ხუნევის სკოლასთან შერწყმული გედსამანიის კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას – სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებაა 35 ათასი ლარი;
3) ხევის სკოლის დაზიანებული კარ-ფანჯრების, იატაკის ნაწილობრივ შეცვლას და დრენაჟის მოწყობას – სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებაა 50 ათასი ლარი.
ამ პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია.
„ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე განათლების სამინისტრო და სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმირებულია, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – ამ ეტაპზე მხოლოდ 100 ათასი ლარი გამოგვეყო, რომელიც დღე-დღეზე ჩაირიცხება. ამ სამ სკოლაში უმძიმესი მდგომარეობაა. შევეცადეთ, თანხა მაქსიმალურად ეფექტურად გამოგვეყენებია. გაისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბორისა და ვახანის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ“.
ფოტოზე: ხუნევის საჯარო სკოლა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.