წიფის სკოლის მოსწავლე ნათია გუდაძის ნახატების გამოფენა სკოლაში ხელოვნების პედაგოგ მერი ღამბაძის ინიციატივით მოეწყო.
მერი მასწავლებელი ამბობს, რომ გამოფენის მიზანი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლის წახალისება და მისთვის მოტივაციის გაძლიერებაა.
„ნათია, ძირითადად, პორტრეტებს ქმნის, თუმცა, არაჩვეულებრივია მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, – ამბობს მერი ღამბაშიძე, – სასწავლო წლის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მისი ნახატების პერსონალური გამოფენა მოგვეწყო და ყველას ენახა. ეს დიდი სტიმული იქნება მისთვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ხატვა უყვართ“.
„ჩვენ აღმოვჩნდით თვითნასწავლი მხატვრის არაჩვეულებრივ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ცვლიდა პორტრეტები, სხვადასხვა ჟანრისა და სპეციფიკის ნამუშევრები. ვიცით, რომ ნათია ხატავს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ შემოქმედს – მისი ნახატები უფრო დიდ და პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში გვენახოს “, – ამბობს წიფის სკოლის მასწავლებელი ჯილდა მახაროპულო.
ნათია გუდაძე ამბობს, რომ ხატვის ნიჭი მამისგან გამოჰყვა. ნათია იმ დროს ხატავს, როცა ძალიან კარგ ხასიათზეა. მას სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში სურს.
ნათიას დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებთ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.