

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში დღეს „ბოლო ზარი“ 16 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა. მათგან ერთი მოსწავლე – კესო ჩხიკვაძე – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში ერთი წელია ამერიკაში სწავლობს.
სკოლასთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განვლილი თორმეტი წელი ფოტოსლაიდებით გაიხსენეს, ერთმანეთი სახუმარო ლექსებით დაახასიათეს, ხოლო პედაგოგებს წერილები მიწერეს.
ამ კლასის ხელმძღვანელმა, გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) კურსდამთავრებულებთან გამომშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ ძალიან გაუჭირდა პირველ სადამრიგებლო კლასთან განშორება. ამიტომ ის მომავალში კლასის ხელმძღვანელობას ვეღარ შეძლებს.
ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე) მოსწავლეები დალოცა და წარმატებები უსურვა.
„მნიშვნელოვანი დღეა თქვენთვის – ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, – მიმართა მოძღვარმა კურსდამთავრებულებს, – მომავალში თვალს მოგადევნებთ და თქვენი კარგი საქმით ძალიან გავიხარებთ. ჩემი თხოვნაა, რომ მუდამ გქონდეთ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თქვენი სიტყვა თქვით ღვთისა და ერის წინაშე. იბრძოლეთ და დაიცავით ქვეყნის თავისუფლება“.
მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს პირველმა მასწავლებელმა მედეა უჩიძემ, მასწავლებლებმა ნანა კახელმა და ნათელა კამკამიძემ. ღონისძიება გიმნაზიის მომავალმა პირველკლასელებმა ლექსებით გაალამაზეს.
კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის მშობლიური სკოლის გულშემატკივრები და მეგობრები იქნებიან.
ამავე თემაზე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის