

სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის ჭადრაკის აუცილებელ საგნად დაწესებას ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
-ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა, – წერს მაია ცირამუა, – რაც უფრო მეტი რამე „გამოსდის ხელიდან“, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია. ბავშვი სწავლობს ყოფნას, პროცესზე ორიენტირებას.
„ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს“! „უნდა სხვებს აჯობოს“! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ. – მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის ჭადრაკის შესწავლა აუცილებელი ხდება.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე