დღეს, 18 მაისს, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“ გაიმართა. პროექტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი ჩაერთო.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფში (აღმზრდელი თამარ სარალიძე) „სამი გოჭის“ ზღაპარი გიორგი მაქაძემ წაიკითხა, 4-5 წლიანთა ჯგუფში (აღმზრდელი მაია დევდარიანი) ზღაპარი „მგელი და შვიდი კრავი“ – დავით გველესიანმა, ხოლო დამამთავრებელ ჯგუფში (აღმზრდელი თამარ ლურსმანაშვილი) ზღაპარი „მეჩონგურე“ – კახა ცხოვრებაძემ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორის, თამარ ავალიშვილის თქმით, პროექტს ხარაგაულში დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.
„გამოკითხვით დავადგინეთ, რომ ამ პროექტის შემდეგ მამებმა ზღაპრების წაკითხვა სახლშიც გააგრძელეს, რადგან ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა. წელს პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“ უფრო მასშტაბური გახდა – ხუნევის საბავშვო ბაღში შარშან ამ პროექტში თუ ერთი მამა მონაწილეობდა, წელს ოთხი მამა არის ჩართული. ღონისძიება საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა და თითოეული ზღაპრისთვის ოთხი კუთხე მოეწყო.
ხევის საბავშვო ბაღში მამის მიერ წაკითხული ზღაპარი „წელიწადის ოთხი დრო“ ხევის ბაღის აღმზრდელებმა გააცოცხლეს და წელიწადის დროების როლები მოირგეს.
მსგავსი ინოვაციური პროექტები აღსაზრდელებში მეტ დადებით ემოციებს იწვევს, რაც ხელს უწყობს ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებას,“ – ამბობს თამარ ავალიშვილი.
„ბავშვის მოვლა, თუნდაც ზღაპრის წაკითხვა მხოლოდ დედის მოვალეობა არ არის, – ამბობს მშობელი გიორგი მაქაძე, – ყველა მამას მოვუწოდებ, რომ შვილის აღზრდაში აქტიურად ჩაერთოს“.
„ეს ზღაპარი არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა, – ამბობს აღსაზრდელი ლილე ფცქიალაძე, – სახლში ზღაპრებს დედიკო მიკითხავს ხოლმე“.
დავით გველესიანის შვილი დემეტრე გველესიანი ამბობს, რომ მამა ზღაპრებს სახლშიდაც უკითხავს, თუმცა ბაღში რომ მამა მივიდა, უფრო გაეხარდა.
„მამაკაცები მეტწილად სამსახურეობრივი საქმიანობით არიან დაკავებულები. ზღაპრების წაკითხვა და ბავშვების მოვლა დედების მოვალეობად ითვლება. ამ პროექტით ვამბობთ, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, აუცილებელია, მამამ ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდეს“, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.
პროექტში მონაწილე მამებს საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სპეციალური სიგელები გადასცა.
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ეს პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება.
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის სააბავშო ბაღში პროექტი „მამა მიკითხვას ზღაპარს“ განახლდა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.