

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ჯგუფ „ნერგების“ აღმზრდელმა ია თაბუკაშვილმა პროექტის – „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ფარგლებში აქტივობის ჩატარება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმა.
„ნერგების“ აღსაზრდელები ახლა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებას სწავლობენ. ამიტომ აღმზრდელმა ზღაპარიც სწორედ ამ თემაზე შეარჩია – „პირველი ადამიანები“.
მას შემდეგ, რაც მშობელმა ლაშა მაღრაძემ ბავშვებს ეს ზღაპარი წაუკითხა, მუზეუმის პატარა დამთვალიერებლებმა ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლის – „დევის ხვრელის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, მესამე წელია, პროექტს – „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ახორციელებს.
ხვალ, 18 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21-ვე საბავშვო ბაღში მამები აღსაზრდელებს ზღაპარს წაუკითხავენ.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას