

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ 17 საბავშვო ბაღში დღეს, 7 თებერვალს, პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“ დაიწყო.
ამ გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
„სტატისტიკურად გამოკვლეულია, რომ პატარებს ზღაპარს დედების 97%, ხოლო მამების 3% უკითხავს. ამის გამო მოვიფიქრეთ და განვახორციელეთ პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“. მამების ჩართულობით შემდგომშიც არა ერთ პროექტს დავგეგმავთ“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“ აღსაზრდელ ერეკლე კურტანიძის მამამ, გივი კურტანიძემ, წაუკითხა. გივი კურტანიძე პატარებს საბრძოლო სიმღერებზე, იარაღებზე, მეფეებსა და ძველ ქართულ წეს-ჩვეულებებზე ესაუბრა და პატარების შეკითხვებსაც უპასუხა.
3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელის, გაბრიელ შარიქაძის მამამ, ლევან შარიქაძემ, პატარებს ანა კატერინა ვესტლის ზღაპარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ წაუკითხა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში პატარებისთვის ზღაპრის წაკითხვის სურვილი ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) გამოთქვა. მოძღვარმა 3-4 წლიანთა ჯგუფში ქართული ხალხური ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაიკითხა.
ზღაპრების კითხვის დასრულების შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ბავშვებს ზღაპრის გმირები დაუხატა.
თამთა გოგოლაძე

პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის