

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა.
ჰიპერტენზიის მქონე პირთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეს დიაგნოზი აქვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია დაავადების შესახებ და ხელი შეუწყოს მის პრევენციასა და კონტროლს
წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანიას – „მაისის გაზომვის თვე“ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად,
კამპანია მიმდინარეობს სლოგანით „ზუსტად გაიზომე არტერიული წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს“. ამ კამპანიის მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის გათვითცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ.
არტერიული ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, პრევენტირებადი პრობლემაა. მომატებული არტერიული წნევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილმა არ იცის საკუთარი წნევის ციფრები და რადგან მათი დიდი ნაწილი ასიმპტომურია. ეს ინფორმაცია ცნობილი ხდება ე.წ. სამიზნე ორგანოების – თავის ტვინის, გულის, თირკმლის დაზიანებისა და შესაბამისი სიმპტომების გაჩენისას.
„მაისის გაზომვების თვის“ აღნიშვნა 17 მაისს დაიწყო და 6 თვე გაგრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის აქტიურად ჩაერთო აქციებში; მოსახლეობასთან საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრების დროს, წნევის გაზომვის პარალელურად მოქალაქეებს ასწავლეს, თუ როგორ უნდა გაიზომონ წნევა სწორად და რა მნიშვნელობა აქვს წნევის მუდმივ კონტროლს ჰიპერტონიული დაავადების პრევენციისთვის.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე