დღეს, 16 მაისს, ხარაგაულში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში (2018-2022 წწ.) გაწეული მუშაობის ანგარიში სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ წარმოადგინა.
კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე დისტანციურად, სოციალური ქსელის დახმარებით, მიესალმა.
ამის შემდეგ ჩატარდა რაიონული საბჭოს, სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებისა და ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები; ორგანიზაციის წევრების დაჯილდოება, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის სასარგებლოა სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციისგან შეთავაზებული ტრენინგები; პროფკავშირის წევრები იღებენ ამ ორგანიზაციისგან მხარდაჭერას, მათი უფლებების დასაცავად.
დღეისათვის სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია 42 პირველად ორგანიზაციას აერთიანებს, – რომლებიც ფუნქციონირებენ 25 საჯარო სკოლის, 15 საბავშვო ბაღის, ერთი სასკოლო მზაობის ჯგუფისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე. ამ 42 პირველად ორგანიზაციაში 607 წევრია გაერთიანებული.
საანგარიშო მოხსენებაში ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ სპმთპ-ის მიერ 2013 წლიდან განხორციელებული აქტივობები და მიღწეული წარმატებები მიმოიხილა და განსაკუთრებული ყურადღება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე გაამახვილა.
სპმთპ-ის წევრებისთვის დაფუძნებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრში“, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 500-ზე მეტ პედაგოგი და აღმზრდელი დატრენინგდა.
ლალი სებისკვერაძემ აღნიშნა, რომ „სპმთპ-მა არ დაუშვა პედაგოგთა უფლებების უხეში დარღვევის არც ერთი შემთხვევა; შენარჩუნებულია მასწავლებლებისთვის 48-დღიანი, ხოლო საბავშვო ბაღის თანამშრომელთათვის – 36-დღიანი შვებულება.
ავადმყოფობის ფირცელზე მყოფი პედაგოგებისთვის შეიცვალა ანაზღაურების წესი. მასწავლებლები სრულად იღებენ კუთვნილი ხელფასის ოდენობის საბიულეტინო თანხას; სახელფასო დანამატად აღარ ითვლება სასერთიფიკაციო თანხა და კლასის დამრიგებლის ანაზღაურება“.
ლალი ვაქერ-სებისკვერაძე ამბობს, რომ საანგარიშო პერიოდში არც ერთი პედაგოგი, ვინც კი მას მიმართა, მხარდაჭერის გარეშე არ დარჩენილა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების პედაგოგებმა მხარდაჭერა ითხოვეს სკოლებამდე ტრანსპორტირებაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წამომადგენლები სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ ისევე, როგორც სკოლების მასწავლებლები სარგებლობენ.
სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით, კვლავ ლალი ვაქერ-სებისკვერაძე აირჩიეს.
სპმთპ-ის ყრილობის დელეგატებად დასახელდნენ: ლალი ვაქერ-სებისკვერაძე, კიცხის სკოლის მასწავლებელი ელენე მელქაძე, ხუნევის სკოლის პედაგოგი ირმა მუმლაძე და საღანძილის საბავშვო ბაღის გამგე ნათია კიკნაძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.