

სისხლის ბანკის ზესტაფონის ფილიალის წარმომადგენლები დღეს, 10 მაისს, ხარაგაულში სისხლის დონაციის აქციას მართავენ.
სისხლის ბანკის რეგიონალური დირექტორის, ლაშა გოგოლაძის ინფორმაციით, ხარაგაულელებისგან უანგაროდ გაღებული სისხლი, პირველ რიგში, უკრაინაში გაიგზავნება. მისივე თქმით, სისხლს ასევე იაშვილის სახელობის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც სისხლი ესაჭიროება.
„ხარაგაულში დონორების მაღალი აქტივობაა, – ამბობს ლაშა გოგოლაძე, – დღის ბოლომდე 70 ადამიანს ველოდებით, ვინც სისხლის უანგაროდ გაღების სურვილი გამოთქვა.
ყველა დონორს, ვინც დღეს აქციაში მონაწილეობს, ექვსი სახის ანალიზი ჩაუტარდება და პასუხები პირადად ეცნობება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა სისხლის დონორი რაიმე ინფექციური დაავადების მატარებელია და მან ამის შესახებ არაფერი იცის. სისხლის ნიმუშები, გამოსაკვლევად, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
მადლობა ყველას, ვინც ამ აქციაში ჩაერთო. ერთ ადამიანს, სისხლის გაღებით, სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“.
სისხლის დონაციის აქციის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას მერის წარმომადგენლებმა აცნობეს. საბეში მცხოვრები მანანა ბლუაშვილი ამბობს, რომ დღეს, ვისაც როგორ შეგვიძლია, უკრაინელებს გვერდით უნდა დავუდგეთ და დავეხმაროთ.
სისხლის გაღების აქცია ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას