

9 მაისი ევროპის დღეა! ეს დღე მოიცავს ყველაფერს ევროკავშირის შესახებ, მის ისტორიას, ძირითად ღირებულებებს და მის სწრაფვას მშვიდობისა და ერთიანობისკენ, როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში.
„ევროპის დღის“ აღმნიშვნელი წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.
„მე და ევროპა“ იმ საერთო გამოცდილებასა და ტრადიციებს ასახავს, რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს.
ამ ამბიციური პროექტის მთავარი პერსონაჟები საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები საინტერესო ადამიანები არიან.
ფილმში ნაჩვენებია სოფელ უდაბნოს მრავალფეროვნება, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ; სტერეოტიპების მსხვრევა გურიაში ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის მიერ; გარემოს დაცვა იმერეთში და რადიომიმღებების კოლექციონერი მაღალმთიან რაჭაში.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობასა და ურთიერთობებს. ფილმის გმირების ცხოვრების წესი, მისწრაფებები და სულისკვეთება მოწმობს, რომ ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება.
სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გაიმართება.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი