

ძირულა-მოლითის საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები, რამდენიმე თვეა, შეჩერებულია.
გზაზე პრობლემებია სოფელ ლაშეში, სადაც ასფალტი არ დაგებულა და ახლა ამ გზაზე მეწყერული პროცესი დაიწყო.
დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის დაგებას კანალიზაციისა და წყალსადენის სისტემების მშენებლობა აფერხებდა. ამ სისტემების მშენებლობა უკვე დამთავრდა.
როდის დასრულდება ძირულა-მოლითის გზის მშენებლობა, – ამ შეკითხვით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ.
ამ უწყებიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ძირულა-მოლითის გზის რეაბილიტაციას შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ დაასრულებს. დეპარტამენტსა და ამ მშენებელ კომპანიას შორის 2017 წლის 4 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ზემოთაღნიშნული სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლის ივნისის ბოლოს“.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას