პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2022-2023 სასწავლო წლისთვის 20 აპრილიდან დაიწყო. მომავალი სასწავლო წელს პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის ბავშვებიც, რომელთაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
„ხარაგაული გამორჩეულია ინტელექტითა და განათლებით, – ამბობს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – ხარაგაულის ყველა სკოლას აქვს რესურსი, ახალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დიდი ყურადღება ეთმობა სასულიერო განათლებას.
ხარისხიანი განათლება ეს არის წიგნიერებას პლუს სულიერება. ამიტომ ჩვენს სკოლაში, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ისწავლება საღვთო სჯული, საგალობლები და მედავითნეობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ყველა ქართველმა ძველი ქართული დამწერლობა უნდა იცოდეს. ჩვენს სკოლაში ისწავლება როგორც ასომთავრული, ასევე ნუსხური დამწერლობა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ძალისხმევით, პირველკლასელებს, ისევე როგორც საჯარო სკოლებში, წიგნები და ბუკები გადაეცემათ. გასულ წელს ხარაგაულის გიმნაზიის პირველკლასელებმა წიგნებთან ერთად მაღალი ხარისხის პლანშეტები და მათთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები მიიღეს საჩუქრად.
ვცდილობთ, ყოველ ახალ წელს გიმნაზია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს. წელს ხარაგაულის გიმნაზიის სახურავზე დამონტაჟდა მზის ელექტროსადგურები, საიდანაც გამომუშავებული ელექტროენერგია დაგვიზოგავს ფინანსებს და მოგვცემს შესაძლებლობას, გიმნაზიის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოვაწესრიგოთ. სკოლის უკანა ეზოში დავიწყეთ მაღალი სტანდარტის ღია სცენის მშენებლობა. ხარაგაულელები თავისი ნიჭიერებით გამორჩეულები არიან. ახალი სასწავლო წლიდან გვექნება შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის კულტურული ღონისძიებები ჩავატაროთ და ვუმასპინძლოთ.
ასევე მეუფე მელქისედეკის ძალისხმევით, ხარაგაულის გიმნაზიაში დაგეგმილია დახურული სპორტული დარბაზისა და ბიბლიოთეკის მოწყობა. გასულ წელს შვიდი საკლასო ოთახისთვის შევიძინეთ ე.წ. „ჭკვიანი დაფები“, რომელიც აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით და გაკვეთილზე პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერი მათ მიერ განხილული თემა ინტერნეტში არსებული თვალსაჩინოებებით გაამდიდრონ. ახალი სასწავლო წლისათვის „ჭკვიანი დაფები“ გიმნაზიის ყველა საკლასო ოთახში დაიდგმება.
იმედი გვაქვს, რომ პირველკლასელთა მშობლები მიიღებენ გადაწყეტილებას და მათთვის ყველაზე ძვირფასის, თავიანთი შვილების, აღზრდას ჩვენ მოგვანდობენ“, – ამბობს დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი